ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

შინ ჩრდ ირლანდიით ვიწყებთ - ერთა ლიგის კალენდარი ცნობილია

12 თებერვალს, უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლის სეზონის გათამაშების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ვილი სანიოლის გუნდი მეორე ჯგუფში მოხვდა: უნგრეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ ირლანდია.

დღეს გაირკვა კალენდარი, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება.

25 სექტემბერი: საქართველო - ჩრდ ირლანდია (ცარიელი ტრიბუნების წინაშე)

28 სექტემბერი: საქართველო - უკრაინა

2 ოქტომბერი: უნგრეთი - საქართველო

5 ოქტომბერი: ჩრდ ირლანდია - საქართველო

11 ნოემბერი: საქართველო - უნგრეთი

17 ნოემბერი: უკრაინა - საქართველო

როგორც ხედავთ, ამჯერად მატჩები სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერში არ გაიმართება. ანუ 3 სანაკრებო პაუზა აღარ იქნება. იქნება მხოლოდ 2. სექტემბერ-ოქტომბერი ერთიანდება და ამ მონაკვეთში ნაკრებები 4 შეხვედრას გამართავენ. ბოლო ორი მატჩი კი ნოემბრის პაუზაზე იქნება.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის გასულ გათამაშებაში ჩვენი მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იყვნენ. საქართველომ 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და პლეიაუტში სომხეთს დაუპირისპირდა, რომლის დამარცხებითაც B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები