ალისონი: ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს, მაგრამ გუნდი პროგრესირებს
ალისონმა განაცხადა, რომ „ლივერპული“ „რეკონსტრუქციის“ ეტაპს გადის.
„ჩვენი სეზონი იმაზე ბევრად, ბევრად უარესად მიმდინარეობს, ვიდრე ველოდით. გუნდის ხარისხისა და „ლივერპულის“ დონის გათვალისწინებით, ჩვენ ამას ვაღიარებთ, ვგრძნობთ და გვესმის.
მაგრამ შეხედეთ: გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში პრემიერლიგა მოიგო და გუნდი, რომელიც ახლა თამაშობს - სრულიად განსხვავებულები არიან, მათ შორის მახასიათებლების თვალსაზრისითაც. ანუ, ეს დიდი გამოწვევაა მხოლოდ მოთამაშეების ცვლილების გამოც კი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც სცილდება იმ ზღვარს, რისი გაძლებაც ადამიანს შეუძლია. ყველა თავისებურად უმკლავდება. დავკარგეთ გუნდელი, მეგობარი, ამას ემატება ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები.
რა პრობლემაც არ უნდა დაასახელოთ, მათ უმეტესობას ამ სეზონში უკვე შევეჯახეთ. თუმცა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვეძებთ გამართლებას. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია.
მაგრამ ჩვენ ვხედავთ ცვლილებებს, ვხედავთ, რომ გუნდი პროგრესირებს, არის ამის ნიშნები. ამის გამო ხალხი ცოტა მოუთმენელია, ისინი ხედავენ, რომ ხანდახან ძალიან კარგად თამაში შეგვიძლია, მაგრამ გვაკლია სტაბილურობა. თუმცა, ეს იმ რეკონსტრუქციის პროცესის ნაწილია, რომელიც „ლივერპულმა“ აირჩია.
„ლივერპული“ ყოველთვის უნდა იგებდეს, იბრძოდეს ტიტულისთვის, მოლოდინები კი საჩემპიონოა. ჩვენ სულაც არ ვართ კმაყოფილები მიმდინარე სეზონითა და შედეგებით. თუმცა, გვესმის, რომ რეკონსტრუქციის პროცესში ვართ და ამას პატივისცემით ვეკიდებით“,
– თქვა ბრაზილიელმა ESPN-თან საუბრისას.