3-4 კვირას გამოტოვებს - საფონოვმა ხელი მოიტეხა
პარი სენ-ჟერმენის რუსმა მეკარემ, მატვეი საფონოვმა ხელი მოიტეხა. ამის შესახებ ინფორმაცია პარიზული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მატვეიმ მარცხენა ხელის მოტეხილობა „ფლამენგოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს მიიღო. მისი მდგომარეობა ხელახლა 3-4 კვირის შემდეგ შეფასდება“, – ნათქვამია „პსჟ“-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში, მატვეიმ პენალტების სერიაში 4 დარტყმული მოიგერია.
ცნობისთვის, საფონოვი პარიზელთა რიგებში 2024 წლიდან თამაშობს. ის პსჟ-ში 2024 წელს, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „კრასნოდარიდან“ გადავიდა.
გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე რუსი გოლკიპერის საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.