გოგა ბითაძე, ნიკოლა იოკიჩი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

NBA: მამუკელაშვილმა მილუოკისთან იფრინა - ბითაძეს იოკიჩთან გაუჭირდა

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ჩვენთვის ყველაზე დიდ ინტერესს ქართველი ლეგიონერების თამაში იწვევდა.

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ იანისის გარეშე მოთამაშე „მიულოკის“ სტუმრად 111:105 მოუგო, რაშიც სოლიდური წვლილი „მამუსაც“ მიუძღვის.

ქართველმა თამაში სასტარტოდან დაიწყო და 36 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 6-დან 6 ზუსტი ორქულიანი ისროლა.

ყველაზე მეტი 29 ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს. სანდროს კიდევ ერთ გუნდელს სკოტ ბარნსს კი ორმაგი დუბლი - 24 ქულა და 11 მოხსნა.

კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგებითა და 11 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფებიან.

გოგა ბითაძის „ორლანდო“ „დენვერს“ ესტუმრა და 115:126 დამარცხდა.

რთული მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელსაც ნიკოლა იოკიჩისა და იონას ვალანჩუნასის წინააღმდეგ უწევდა თამაში. ქართველმა 19 ქუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 გადაცემა და 2 ჩაჭრა გაიფორმა. თუმცა, გოგას რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი მაინც ჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან იოკიჩს ჩაუჭრა და ბურთი ეფექტურად ჩატენა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 32 ქულა ჯამალ მარეიმ ჩააგდო. რაც შეეხება იოკიჩს, სერბმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა, 11 მოხსნა და 13 გადაცემა. ამ შეხვედრის შემდეგ იოკიჩმა NBA-ს რეკორდი მხოსნა და ცენტრებს შორის გაკეთებული ზუსტი გადაცემების რაოდენობით კარიმ აბდულ ჯაბარს გადაასწრო.

„ორლანდოს“ რიგებში ასევე სამმაგი დუბლი შეასრულა ბანკერომ - 26 ქულა, 16 მოხსნა და 10 გადაცემა.

ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებითა და 12 წაგებით მე-5 ადგილს იკავებს.

21 დეკემბერს, მომდევნო ტურში „ორლანდო“ „იუტას“ ესტუმრება, „ტორონტო“ კი „ბოსტონს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები