„საკუთარი ნაკლოვანებების დასაფარად გამუდმებით ბარსელონაზე საუბრობენ“ - ლაპორტა რეალზე
ჟოან ლაპორტამ მადრიდის „რეალს“ ბრალი დასდო იმაში, რომ თავიანთი პრობლემების გადასაფარად „ბარსელონას“ ირგვლივ არსებულ სიტუაციას იყენებენ.
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ საუბრობენ „რეალის“ წარმომადგენლები ხშირად კატალონიურ კლუბზე:
„ბარსელონას გულშემატკივრებს სიხარული დაუბრუნდათ, სხვებს კი, საკუთარი ნაკლოვანებებიდან ყურადღების გადასატანად, მხოლოდ ბარსაზე საუბარი უწევთ.
ამ საკითხის განსახილველად დრო მოგვიანებით მექნება. არა აქ და ახლა, არამედ უფრო მშვიდ გარემოში, რადგან ვფიქრობ, სიტუაცია კონტროლიდან გამოდის“,
- განაცხადა ლაპორტამ.
საუბარია „ნეგრეირას საქმეზე“, რომელშიც „ბლაუგრანას“ არბიტრების მოსყიდვას ედავებიან, თუმცა გამოძიება წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და კატალონიური კლუბისთვის ჯერჯერობით არაფერი დაუმტკიცებიათ. „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კი ამ საქმეს ხშირად ახსენებს და გამოძიებაში მონაწილეობის მიღებასაც ცდილობს.