ლუის ენრიკე
Aa
Aa

„სწორი მენტალიტეტი, ლამაზი ფეხბურთი და ბოლომდე ბრძოლა“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის გუნდს მომდევნო შეხვედრა საფრანგეთის თასზე „ფონტენეის“ წინააღმდეგ ელის და ენრიკემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„პარი სენ-ჟერმენმა აჩვენა, როგორ შეიძლება ლამაზი ფეხბურთის თამაში, როგორ უნდა დაიცვა თავი, როგორ გადალახო დაბრკოლებები და როგორ გქონდეს სწორი მენტალიტეტი ბოლო წუთამდე. ეს კლუბის იდენტობაა. ჩვენი გულშემატკივრები ამას აფასებენ და ყველანი ძალიან ბედნიერი ვართ. ეს ჩვენი დნმ-ის ნაწილია. ტაბლოზე რა ანგარიშიც არ უნდა იყოს, მაქსიმუმს ვაკეთებთ.

სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ იმაზე, თუ 2025 წელს რას მივაღწიეთ. აწმყოთი სიამოვნებას ვიღებ და ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი ხვალინდელი მატჩია. როდესაც პარიზში დავდივარ, ყველა მადლობას მიხდის, მე კი ხალხს ვეუბნები, რომ ასე არ მოიქცნენ, რადგან ეს ჩემი მოვალეობაა.

პარი სენ-ჟერმენის დონის გუნდში მთავარი წარმატებული სვლის პოზიტიურად გაგრძელებაა. ფლამენგოსთან გამართული მატჩის ანალიზი ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ კარგად ვითამაშეთ და დაცვაში მშვენივრად ვიდექით. ბრწყინვალე გუნდებსა და სხვებს შორის განსხვავება სწორედ ესაა.

ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ პარი სენ-ჟერმენის მაისურით ნათამაშები ნებისმიერი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მწვრთნელი, მათ დამოკიდებულებას ვარჯიშებისას დიდ ყურადღებას ვაქცევ. როდესაც გუნდი ბევრ ტიტულს იგებს, ეს ერთიანობის დამსახურებაა და ვფიქრობ, გულშემატკივრები ამას ხედავენ.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ფონტენეის“ დაპირისპირება 20 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA: მამუკელაშვილმა მილუოკისთან იფრინა - ბითაძეს იოკიჩთან გაუჭირდა
NBA: მამუკელაშვილმა მილუოკისთან იფრინა - ბითაძეს იოკიჩთან გაუჭირდა