დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

აზაროვმა შესაძლოა შახტარი იანვარში დატოვოს

ირაკლი აზაროვმა დონეცკის „შახტარიდან“ წასვლა გადაწყვიტა.

როგორც უკრაინული მედია წერს, წყაროს ინფორმაციით, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის შეცვლა უკვე ამ ზამთარს გადაწყვიტა და „შახტარმა“ მისთვის ახალი გუნდის ძებნის პროცესი დაიწყო.

მიმდინარე სეზონში აზაროვმა მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის გამოჩენა ერთი საგოლე გადაცემით შეძლო.

მანამდე დონეცკის „შახტარმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ნიგერიელი ვინგერის, პროსპერ ობას შეძენის შესახებ, რომლის ბოლო კლუბი ლნზ ჩერკასი იყო.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი „შახტარის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი მატჩების მოთამაშე!“ - Le Parisien-ის და LEquipe-ის შეფასება
„დიდი მატჩების მოთამაშე!“ - Le Parisien-ის და LEquipe-ის შეფასება