კონფერენს ლიგა: აზაროვის საგოლე გადაცემა - სიგუას კარგი თამაში
კონფერენს ლიგის ფაზის მე-5 ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდებმაც ითამაშეს, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
გაბრიელ სიგუას „ლოზანა“ სტუმრად ფინურ „კუპსს“ დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.
სიგუა სასტარტოში იმყოფებოდა და მატჩი სრულად ჩაატარა. თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო და რამდენიმე გამორჩეული მომენტიც შექმნა. კარტისკენ 4-ჯერ დაარტყა, საგოლე გადაცემასთანაც ახლოს იყო.
„ლოზანა“ ამ ქულის შემდეგ 8 ქულით მე-16 ადგილზეა და ფლეი-ინში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. ბოლო ტურში შვეიცარიელები „ფიორეტინას“ უმასპინძლებენ.
მორიგი გამარჯვება გაიფორმა ირაკლის აზაროვის დონეცკის „შახტარმა“, რომელიც მალტაში „ჰამრუნს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
აზაროვი სასტარტოში იყო და 89 წუთი ითამაშა. 61-ე წუთზე მან საგოლე გადაცემაც გააკეთა, რომლის შემდეგაც ლუკა მეირელეშმა თამაშში ანგარიში გახსნა.
დონეცკელები 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარე სეზონში ჩინებულად ასპარეზობენ. დასკვნით ტურში საკუთარ მოედანზე „რიეკას“ უმასპინძლებენ.