ოთარ კიტეიშვილი, გურამ კაშია, სლოვანი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

ევროტურნირები: კიტეიშვილის და კაშიას გუნდების მარცხი

ევროპა ლიგის მე-6 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

გრაცელებმა უღიმღამო მატჩი ჩაატარეს და საკუთარ მოედანზე თითქმის ვერაფერი შექმნეს. საბოლოოდ, სტუმრების გამარჯვება ლოგიკური და დამსახურებული იყო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ივანიჩმა გაიტანა.

რაც შეეხება კიტეიშვილს, ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იმყოფებოდა და შეხვედრა სრულად ჩაატარა, მაგრამ მისი გუნდელების მსგავსად, მისი მხრიდანაც არაფერი განსაკუთრებული არ გვინახავს.

„შტურმს“ 4 ქულა აქვს და ფლეი-ინში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება. დარჩენილ 2 ტურში გრაცელები სტუმრად „ფეიენოორდს“ და შინ „ბრანს“ დაუპირისპირდებიან.

კონფერენს ლიგაზე ითამაშა გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა“, რომელმაც სტუმრად ჩრდ. მაკედონიურ „შკენდიას“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

კაშია სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე ბარსეღიანით შეცვალეს.

ბრატისლაველები 3 ქულით აუტსაიდერებში იმყოფებიან, თუმცა პლეი ინში მოხვედრის თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებენ. დარჩენილ ტურში ვლადიმირ ვაისის გუნდი შინ „ჰაკენს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები