წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, აბუაშვილი სკამზე დარჩა - მეცმა სეზონი მარცხით დაიწყო
საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში, გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ საკუთარ მოედანზე „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელებიდან, გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, გიორგი აბუაშვილი კი სამწუხაროდ, მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცა.
გიორგი წიტაიშვილის მომენტები სტრასბურგთან:
რაც შეეხება წიტაიშვილს, 24 წლის ფეხბურთელი 3-5-2 წყობაში მარცხენა ვინგერის პოზიციაზე მოგვევლინა და ძირითადად დაცვით სამუშაოს ასრულება, პერიოდულად კი შეტევაშიც გვევლინებოდა შეძლებისდაგვარად, თამაშსაც ამწვავებდა. წიტაიშვილმა შეხვედრა შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა.
ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ხოაკინ პანიკელიმ გაიტანა და „სტრასბურგს“ პირველი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
დღევანდელ მატჩში გიორგი წიტაიშვილის დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 51 შეხება, 24-დან 19 ზუსტი პასი (79%), 1 საკვანძო პასი, 7-დან 2 ზუსტი ჩაწოდება, 3-დან 2 ზუსტი გრძელი პასი, 2 სიტუაციის განმუხტვა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 2 ართმევა, 16-დან 7 მოგებული პოზიციური დუელი, 3 ჯარიმა, 6-დან 4 წარმატებული დრიბლინგი. Sofascore-ზე მისი თამაში 6.7 ქულით შეფასდა.
მომდევნო ტურში „მეცი“ გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ დაუპირისპირდება. მატჩი 23 აგვისტოს, საქართველოს დროით 23:05 საათზე გაიმართება.