ილია თოფურია, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უკან ტანსაცმლის მაღაზიაში გავუშვებთ“ - უმარმა ილიას უპასუხა

ურმარ ნურმაგომედოვმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო მან ილია თოფურიას სიტყვები. თოფურიამ განაცხადა, რომ თუ ისლამ მახაჩევი წააგებს ჯეკ დელა მადლენასთან UFC-ის ნახევრადსაშუალო წონის სატიტულო ბრძოლას, რის შემდეგაც იგი შესაძლოა დაღესტანში, ფერმაში, ცხვრების სამწყემსად გაემგზავროს.

„როგორც ერთხელ მენი პაკიაომ თქვა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავს ამაღლებულად მიიჩნევს და ასე მოიქცევა, აუცილებლად დამდაბლდება. შესანიშნავი სიტყვებია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია თოფურიას ტანსაცმლის მაღაზიაში გავაგზავნით, რომ ისევ იქ გაყიდოს ტანსაცმელი. მაგრამ ეს არ შეეფერება, არ გვინდა ამის გაკეთება. ისლამს აქვს ფერმა, სადაც ცხვრები ჰყავს და ილიას რჩევის გარეშეც ეწევა მეურნეობას“,

– განაცხადა უმარმა პრესკონფერენციაზე აბუ-დაბიში.

ამ კვირაში უმარ ნურმაგომედოვი UFC 321-ზე აბუ-დაბიში შეეცდება ამერიკელი მარიო ბაუტისტას დამარცხებას, რის შემდეგაც სუპერმსუბუქ წონაში საჩემპიონო ტიტულის პრეტენდენტთა რბოლის ლიდერი გახდება. ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადლენას ბრძოლა კი 15 ნოემბერს ნიუ-იორკში UFC 322-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები