მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ყველაფერი მაქვს, რომ მერაბი დავამარცხო“ | უმარმა დვალიშვილზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ, უმარ ნურმაგომედოვმა ქართველ მებრძოლზე ისაუბრა. ნურმაგომედოვმა „მანქანასთან“ გამართული ჩხუბი გაიხსენა და მერაბზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც გინდა. იქნება, მომენტები, როდესაც ჩხუბის შუაში ტრავმას მიიღებ ან ხელს მოიტეხავ. უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდე. შენი მთავარი ამოცანა ესაა.

ვამაყობ თუ არა მერაბთან ნაჩვენები ჩხუბით? არა, არ ვამაყობ. დვალიშვილი უნდა დავამარცხო და ყველაფერი მაქვს, რომ მას მოვუგო. შემდეგ ორთაბრძოლაში უკეთესად ვიქნები მზად და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი უნდა დავისაკუთრო. ამას აუცილებლად გავაკეთებ.

დავიღალე თუ არა მერაბის წინააღმდეგ? სიმართლე გითხრათ, მასზე ბევრით მეტად არ დავღლილვარ. თუმცა, როდესაც მოტეხილობასთან გაქვს საქმე, შენი ორგანიზმი ადრენალინს გამოყოფს, რათა ტკივილი ისე ვეღარ იგრძნო. მერაბი კარგი მებრძოლია. პიოტრ იანთან რომც წააგოს, ვფიქრობ, UFC-ის წლის საუკეთესო მებრძოლი უნდა გახდეს.“

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 321-ზე გამართავს და მარიო ბაუტისტას დაუპირისპირდება. აღნიშნული ღონისძიების მთავარი დაპირისპირება ტომ ასპინალისა და სირილ განის ჩხუბი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტაპსობასთან გაუჭირდა, მარცხენა ფლანგზე ორჯერ იყო გადამწყვეტი“ | LEquipe და Le Parisien კვარაზე
„ტაპსობასთან გაუჭირდა, მარცხენა ფლანგზე ორჯერ იყო გადამწყვეტი“ | LEquipe და Le Parisien კვარაზე