დინამო თბილისი, ჰალიდ დოლტმურზიევი
Aa
Aa

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა | დინამომ სტუმრად აეკ ლარნაკას მოუგო

უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში თბილისის „დინამოს“ 19-წლამდე გუნდი ლარნაკის „აეკს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში, 4:3 გაიმარჯვა.

მე-13 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს: უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ხრისტოს ლუკაიდისმა ახლო მანძილიდან დაჩი ჩოჩოშვილის კარი აიღო. „დინამოს“ ანგარიშის გათანაბრება მალევე შეეძლო, მაგრამ დოლტმურზიევის დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა კვიპროსელთა კარს. 25-ე წუთზე რეზი დანელიამ ლამაზი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 30-ე წუთზე ხრისტოდულოს თომამ „აეკი“ ისევ დააწინაურა.

მეორე ტაიმში „დინამომ“ ანგარიში ისევ გაათანაბრა - 51-ე წუთზე თავი ალექსანდრე ჭოლოკავამ გამოიჩინა. 58-ე წუთზე კვიპროსელების საჯარიმოში დოლტმურზიევი წააქციეს და 11-მეტრიანი ზუსტად თავად დაზარალებულმა შეასრულა. 67-ე წუთზე მასპინძლებმა მესამე გოლი გაიტანეს, მაგრამ ოდიკაძემ მალევე მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დინამო თბ: ჩოჩოშვილი, შათირიშვილი, ლომიძე, ხუციშვილი, დიაკონიძე (გვაზავა, 81), ბერელიძე (კ), ნათენაძე (ელისაშვილი, 61), დანელია (ძნელაძე, 74), ოდიკაძე (დონკორი, 74), ჭოლოკავა (კვირიკაძე, 61), დოლტმურზიევი.


შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის მეოთხედფინალში „დინამომ“ ორი მატჩის ჯამში „ზრინსკის“ აჯობა (1:1, 3:0).დავით გელაშვილის გაწვრთნილი გუნდი საპასუხო შეხვედრას თბილისში, 5 ნოემბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავისი ბრწყინვალება დაიბრუნა“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე
„თავისი ბრწყინვალება დაიბრუნა“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე