ლიგა ენდესას თვის MVP - შერმადინი მთავარი ფავორიტია
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო და სულ მალე პირველი თვის MVP გამოვლინდება. მთავარი ფავორიტი გიორგი შერმადინი გახლავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ლიგა ენდესას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ACB.Com:
„თვის MVP-ის ტიტული ძლევა იმ მოთამაშეს, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მაღალი საშუალო ინდექსი აქვს და რომელმაც ითამაშა სულ მცირე მატჩების ორი მესამედი, ამასთან მოიგო მინიმუმ ჩატარებული თამაშების ნახევარი. თუ ორ მოთამაშეს ერთნაირი საშუალო რეიტინგი აქვს, ტიტულს მიიღებს ის, რომლის გუნდსაც უფრო მაღალი მოგების პროცენტი აქვს. ხოლო თუ ორივეს მონაცემები ზუსტად ემთხვევა, ჯილდო გაიყოფა.
ოქტომბრის MVP პირველი 4 ტურის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. ამჟამად 3 ტურია ჩატარებული. ამჟამად 11 მოთამაშე უკვე აღემატება საშუალო 20-ქულიან ინდექსს.
მთავარი კანდიდატი გიორგი შერმადინია. ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი თვის MVP-ის ტიტულის მფლობელი.(13)
გიორგი შერმადინმა სეზონი საოცარი ფორმით დაიწყო — საშუალოდ 19.7 ქულა და 6.7 მოხსნა. პირველი ტურის მატჩში მას კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მიენიჭა, ხოლო მისი კლუბი ლაგუნა ტენერიფე ამ სეზონში ჯერჯერობით ყველა შეხვედრას გამარჯვებით ასრულებს.“
ცნობისთვის, გიორგი შერმადინთან ერთად თვის MVP-ის ტიტულისთვის ტრენტ ფორესტი, ლუკა სამანიჩი, დარიუს ტომპსონი, ანტე ტომიჩი, ხაიმე პრადილა, სანტი იუსტა, რიკი რუბიო, ლუკა ბაზიჩი, ხაიმე ფერნანდესი და ტრეი ლაილესი იბრძვიან.