თორნიკე შენგელია
Aa
Aa

პირველი გამარჯვება ლიგა ენდესაში - ბარსას შენგელიამ მოაგებინა

საკალათბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლიგა ენდესას III ტურში კატალონიელები მალაგაში ჩავიდნენ და ადგილობრივი „უნიკახა“ 6-ქულიანი სხვაობით, 83:77 დაამარცხეს. გამარჯვებაში უდიდესი წვლილი „ბლაუგრანას“ ქართველმა მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ შეიტანა, რომელიც ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 22 წუთში 18 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ ექვსიდან ხუთი ორქულიანი გამოიყენა, ხოლო საჯარიმოები ასპროცენტიანი სიზუსტით (რვიდან რვა) ისროლა. თოკომ ბურთი მხოლოდ სამჯერ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

მომდევნო ორ შეხვედრას „ბარსელონა“ საკუთარ დარბაზში გამართავს - 23 ოქტომბერს თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგაში ლიეტუვის „ჟალგირისს“ უმასპინძლებენ, ხოლო 25 ოქტომბერს ლიგა ენდესაში „ბრეოგანს“ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 13 ქულა - ტენერიფემ მურსია გაანადგურა
შერმადინის 13 ქულა - ტენერიფემ მურსია გაანადგურა