ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 5 ქულა 22 წუთში - ტორონტო ბოსტონთან დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ NBA-ის მორიგი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და ამჯერად მოსამზადებელ მატჩში „ბოსტონ სელტიკსთან“ დამარცხდა - 108:110.

ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და საერთო ჯამში პარკეტზე 22:03 წუთი გაატარა. მამუკელაშვილის მონაგარი 5 ქულა, 7 მოხსნა (ყველა დაცვაში) და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. „მამუმ“ 5-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ბოსტონის“ მცველი დერიკ უაითი გახდა, რომელმაც 33 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა. „ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო - 20 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი.

მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 18 ოქტომბერს „ბრუკლინის“ წინააღმდეგ გამართავს და ამით პრესეზონს დაასრულებს. NBA-ის ოფიციალური მატჩები „ტორონტოსთვის“ 23 ოქტომბერს „ატლანტასთან“ გასვლით დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩიც მოიგო
შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩიც მოიგო