თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 8 ქულა - ბარსელონამ ევროლიგაზე მაკაბის მოუგო

ევროლიგის მორიგ ტურში ბარსელონა მაკაბის ესტუმრა და მარტივად 92:71 გაანადგურა.

როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 18 წუთი და 37 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 8 ქულას, 7 მოხსნას და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მატჩის მიმდინარეობისას, შენგელიამ 3-ჯერ ისროლა 3-ქულიანი და ერთი ჩააგდო. 2-ქულიანის ჩაგდება 4-ჯერ სცადა და ორი გამოუვიდა. ორი საჯარიმო ტყორცნიდან ზუსტი 1 იყო.

7 მოხსნიდან ქართველმა კალათბურთელმა 4 საკუთარ ფარზე შეასრულა, სამი მეტოქის. მან ასევე 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ბარსელონა ევროლიგის შემდეგ ტურში დუბაის ესტუმრება. მატჩი 16 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ვინმე მომიახლოვდება, იდაყვი ჩაარტყი“ - დაცვის თანამშრომელის ისტორია ლებრონზე
„თუ ვინმე მომიახლოვდება, იდაყვი ჩაარტყი“ - დაცვის თანამშრომელის ისტორია ლებრონზე