მილუოკი ბაქსი, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

„ბაქსმა მომცა ყველაფერი, კიდევ ერთი ჩემპიონობა მინდა“ - იანისი მილუოკის ერთგულია

„მილუოკის“ ბერძენმა ვარსკვლავმა, იანის ანტეტოკოუნმპომ განაცხადა, რომ „ბაქსის“ დატოვებას არ აპირებს და გუნდთან ერთად კიდევ ერთ ჩემპიონობაზე ოცნებობს.

„კლუბის ერთგული ვარ. „მილუოკიმ“ მომცა ყველაფერი, შეცვალა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება. მინდა მხოლოდ აწმყოზე ვიფიქრო და „ბაქსთან“ ერთად კიდევ ერთხელ ვიზეიმო ჩემპიონობა.

არაერთხელ მითქვამს, რომ ისეთ გარემოში ყოფნა მინდა, სადაც ჩემპიონობას შევძლებ. მჯერა ამ გუნდის და ჩემი თანაგუნდელების. მზად ვარ, გუნდს ვულიდერო და წინ წარვუძღვე. ვნახოთ, რა გამოგვივა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იანისის წარმომადგენელმა ზაფხულში მისი სავარაუდო ტრანსფერის საკითხზე რამდენიმე კლუბთან გამართა მოლაპარაკებები, თავად 30 წლის ბერძენი კალათბურთელი კი არსებულ ვარიანტებს შორის „ნიუ იორკ ნიქსს“ ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა ეს მოლაპარაკებები მალევე შეწყდა და ანტეტოკოუნმპომ „მილუოკიში“ დარჩენა გადაწყვიტა.

ცნობისთვის, იანის ანტეტოკოუნმპო „ბაქსის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ბერძენი კალათბურთელი NBA-ის ორგზის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა (2019, 2020), 2021 წელს კი ჩემპიონი გახდა და ფინალის MVP-ის ჯილდოც მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრაიანტის დონეზე ასვლას მსურს“ - გილჯეს-ალექსანდერის ამბიციური განცხადება
„ბრაიანტის დონეზე ასვლას მსურს“ - გილჯეს-ალექსანდერის ამბიციური განცხადება