ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

„თუ ვინმე მომიახლოვდება, იდაყვი ჩაარტყი“ - დაცვის თანამშრომელის ისტორია ლებრონზე

ბოლო პერიოდში ლებრონ ჯეიმსთან დაკავშირებით პრესაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. უფრო მეტად მაინც მისი მომავლისა და ტრავმის შესახებ იწერება, მაგრამ ამასთან ერთად გამოქვეყნდა NBA-ს ლეგენდის დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელის ვრცელი ინტერვიუ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა და ასეთი ისტორია მოჰყვა:

„მინდა მოვყვე ჩინეთში მომხდარი საინტერესო ისტორიის შესახებ. საიმისოდ, რომ ლებრონ ჯეიმსის დაცვის სამსახურში მუშაობა დამეწყო, რუსეთიდან შანხაიში ჩავედი. ერთ-ერთი ღონისძიებიდან წამოსვლის დროს, ჩვენს ავტობუსს მე ვმართავდი და როდესაც უკანა გზაზე მოვდიოდით, გულშემატკივართა ბრბომ გზა გადაგვიჭრა. ისეთი ჩოჩქოლი იყო, რომ ერთ-ერთ მათგანს ძალის გამოყენებით გავუსწორდი და მის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოვიყენე, რისი ვიდეოც გავრცელდა და სამსახურის დაკარგვად დამიჯდა.

სხვათა შორის, მომხდარის გამო ლებრონმა საჯაროდ მომიბოდიშა, რადგან როდესაც მე ქომაგებს ვიგერიებდი, ის ავტობუსში გაუნძრევლად იჯდა და არაფერი გაუკეთებია. ერთხელ კი, როდესაც ლიფტში შევდიოდით, ჯეიმსმა მითხრა, რომ თუ ვინმე მიუახლოვდებოდა, მაშინვე იდაყვი ჩამერტყა“.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ლებრონ ჯეიმსი ტრავმირებულია და მის კარიერაში პირველად ხდება, რომ NBA-ს სეზონის სასტარტო მატჩის გამოტოვება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე მთავარი ჩემთვის ეს არის“ - იანისმა საიდუმლო გაამხილა
„ყველაზე მთავარი ჩემთვის ეს არის“ - იანისმა საიდუმლო გაამხილა