„დიდების დარბაზში მოხვედრას იმსახურებს“ - ნეში და ლებრონი შროდერზე
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი და „ფინიქს სანსის“ ლეგენდა, ორგზის სეზონის MVP სტივ ნეში მიიჩნევენ, რომ გერმანელი გამთამაშებელი დენის შროდერი NBA-ის დიდების დარბაზში მოხვედრას იმსახურებს.
ნეში: „შროდერი დიდების დარბაზში უნდა იყოს. დაფიქრდით, ის მსოფლიო ჩემპიონატის და ევრობასკეტის MVP იყო. ითამაშა ოლიმპიადის ნახევარფინალში. რატომ არ უნდა იყოს ის დიდების დარბაზის წევრობის კანდიდატი?“
ლებრონი: „კი, ვნახე, როგორი სტატისტიკა ჰქონდა ევრობასკეტზე, და თუ შროდერი დიდების დარბაზში მოხვდება, საერთოდ არ გამიკვირდება. ის ძალიან ბევრს შრომობს“.
ნეში: „ზოგიერთი კალათბურთელი დიდების დარბაზში კოლეჯსა და სკოლაში მიღწეული წარმატებებისთვის ხვდება. სწორედ აქ ვაწყდებით პრობლემას: NBA-ისთვის ის შესანიშნავია, მაგრამ NBA-ის სიმბოლური ნაკრების დონეზე არაა. ზოგიერთ მატჩებში ის ამ დონეს აჩვენებს, მაგრამ საერთაშორისო კალათბურთში დომინირებს“.
ლებრონი: „საერთაშორისო კალათბურთი ჩვენი თამაშის დიდი ნაწილია. ასეთი მოთამაშეების მიღწევებით კალათბურთის ისტორია იწერება“.
შეგახსენებთ, რომ დენის შროდერმა გერმანიის ნაკრებთან ერთად ზაფხულში გამართული ევრობასკეტი მოიგო და საშუალოდ 20,9 ქულას და 6,6 ასისტს აგროვებდა. გერმანელი გამთამაშებელი ტურნირის MVP გახდა.
აქვე გეტყვით, რომ შროდერი NBA-ში 2013 წლიდან თამაშობს და კარიერის განმავლობაში „ატლანტას“, „ოკლაჰომას“, „ლეიკერსის“, „ბოსტონის“, „ჰიუსტონის“, „ტორონტოს“, „ბრუკლინის“, „გოლდენ სტეიტისა“ და „დეტროიტის“ ღირსებას იცავდა, ზაფხულში კი „საკრამენტო კინგსს“ შეუერთდა.