მამუკელაშვილის 5 ქულა - ტორონტომ საკრამენტოს მოუგო
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ NBA-ის ახალი რეგულარული სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. პრესეზონის მეორე შეხვედრაში კანადელების მეტოქე „საკრამენტო კინგსი“ იყო, რომელსაც „ტორონტომ“ 130:122 მოუგო.
შესანიშნავი დებიუტის შემდეგ ამჯერად მამუკელაშვილმა პარკეტზე 17:05 წუთი გაატარა. ქართველი კალათბურთელის მონაგარი ასეთი იყო: 5 ქულა, 5 მოხსნა (4 დაცვაში, 1 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.
„მამუმ“ 3 სამქულიანიდან 1 ჩააგდო, 1 ორქულიანი ისროლა და ზუსტი იყო, ხოლო ერთი საჯარიმო ასევე გააცუდა. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი „ტორონტოს“ ფორვარდი ბრენდონ ინგრემი გახდა (21 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი), „კინგსის“ რიგებში კი საუკეთესო დომანტას საბონისი იყო (19 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი).
აქვე გეტყვით, რომ „ტორონტო“ მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს გამართავს. თბილისის დროით, 03:00-ზე კანადელები „ბოსტონ სელტიკსს“ დაუპირისპირდებიან.