გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 9 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლაგუნა ტენერიფე ტრაპანის ესტუმრა და 84:78 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც პარკეტზე 22 წუთი და 42 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა 9 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა თავი. მატჩის მიმდინარეობისას, ვეტერანმა ქართველმა 4-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 2 გამოუვიდა. დარჩენილი 5 ქულა საჯარიმო ტყორცნებით დააგროვა(5/6).

შერმადინმა სამი მოხსნიდან ორი საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო ერთი მეტოქის. აღსანიშნავია, რომ არცერთი პერსონალური ფოლი არ მიიღო.

ცნობისთვის, ტენერიფეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ტრაპანის გარდა ტოფასი და ბნეი ჰერჟლია ჰყავს. შემდეგ ტურში გიორგის გუნდი ჰერჟლიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავისი მებრძოლი ხასიათი უკვე აჩვენა“ - Sport შენგელიაზე
„თავისი მებრძოლი ხასიათი უკვე აჩვენა“ - Sport შენგელიაზე