„გუნდის ისტერიული ხასიათი“ - რა მოხდა მამარდასა და სობოსლაის შორის?
კვირას გამართული „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნიტედის“ შემდეგ, ბრიტანული პრესა არნე სლოტის გუნდის არადამაჯერებელ თამაშზე აქტიურად წერს.
Empireofthekop-ი გიორგი მამარდაშვილისა და დომინიკ სობოსლაის მცირე ინციდენტს შეეხო და Liverpool Echo-ს მიმომხილველის სიტყვები გამოიყენა:
„კვირას, „ენფილდზე“, გიორგი მამარდაშვილმა პრემიერ ლიგაში პირველად იასპარეზა, თუმცა „ლივერპულის“ მეკარისთვის ეს დასამახსოვრებელი საღამო არ ყოფილა. 25 წლის ფეხბურთელის დებიუტი „წითლების“ რიგებში გასულ თვეში, საშინაო კედლებში შედგა („საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ კარაბაოს თასზე) და ის ამჟამად ტრავმირებული ალისონ ბეკერის შემცვლელად ასპარეზობს, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.
ქართველმა, სამწუხაროდ, გუშინ კიდევ ორი გოლი გაუშვა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ენფილდზე გაიმარჯვა. მატჩის გადამწყვეტი მომენტის წინ, მამარდაშვილი ერთ-ერთ თანაგუნდელზე გაბრაზებული შენიშნეს, როგორც ამას პოლ გორსტი Liverpool Echo-სთვის აღნიშნავს.
„ეს იყო 82-ე წუთზე, როდესაც „ლივერპული“ გამარჯვების გოლის გატანას ცდილობდა. დომინიკ სობოსლაიმ მეკარე გიორგი მამარდაშვილისკენ აუტი სწრაფად მოაწოდა. თუმცა, თამაშის სწრაფად განახლების სურვილით, უნგრელის პასი მეკარისთვის ოდნავ მოკლე აღმოჩნდა, რამაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი აიძულა, ნაჩქარევად გამოსულიყო და არადამაჯერებელი ქმედებით საშიშროება განემუხტა.
ამ მომენტში სობოსლაი უკვე მარჯვენა მცველად იყო ჩაწეული. მამარდაშვილმა საბოლოოდ ბურთი მოიშორა, მაგრამ სობოსლაის აუტით გამოწვეული უკმაყოფილება გამოხატა და ერთ წუთში „იუნაიტედმა“ ჰარი მაგუაირის გოლით თამაში მოიგო. მაგუაირის გოლი უშუალოდ ამ ინციდენტიდან არ მომდინარეობდა, მაგრამ ის დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ გავიდა, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იგრძნო (და სათანადოდ გამოიყენა) შესაძლებლობა, რომ სამივე ქულა მოეპოვებინა.
გორსტმა შეაჯამა: „ეს იყო ინციდენტი, რომელმაც შეაჯამა ის დაბნეული აზროვნება, რომელიც „ლივერპულს“ ბოლო დროს აწუხებს, რადგან გუნდი გამარჯვებას თითქმის ყოველ ჯერზე ბოლო წუთებზე ცდილობს, საბოლოოდ კი ამის გამო ზარალდებიან“.
სობოსლაისა და მამარდაშვილს შორის შეთანხმებული აზროვნების ნაკლებობამ ასახა LFC-ის ამჟამინდელი ისტერიული ხასიათი, გუნდი ხშირად დაშლილად გამოიყურება და აკლია ის შეთანხმებულობა აკლია, რომელიც ბოლო სეზონებში ჰქონდათ“.
- წერს ბრიტანული გამოცემა.
ბრიტანული გამოცემის სტატიაში 2 უზუსტობა იყო: პირველი - ზემოხსენებული მომენტი 83-ე წუთზე იყო. მეორე - სობოსლაის შეცდომას და ცუდად ჩაწოდებულ კუთხურს, საბოლოოდ „ლივერპულის“ კარში გოლი მოჰყვა, რადგან ამ დაკარგვის შემდეგ შეიქმნა მომენტი, რომელიც კუთხურით დასრულდა. ამ კუთხურს კი მაგუაიერის გოლი მოჰყვა.
ისე კი უნდა ითქვას, რომ დომინიკ სობოსლაის მარჯვენა მცველად გამოყენება, არნე სლოტს ჩემპიონთა ლიგაზეც ძვირად დაუჯდა. „გალათასარაისთან“ (0:1) პენალტი სწორედ მის შეცდომას მოჰყვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ „მერსისაიდელებმა“ უკვე ზედიზედ მე-4 მატჩი დათმეს. „კრისტალ პალასის“, „გალათასარაისა“ და „ჩელსის“ შემდეგ, სლოტის გუნდმა „იუნაიტედთან“ წააგო.