ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან ძაკარდო
Aa
Aa

„მესიზე და ნეიმარზე წინ იყო“ | რატომ ურჩია ძაკარდომ ნაპოლის კვარა

Gazzetta dello Sport-მა კრისტიან ძაკარდოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ძაკარდო ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერში იყო ჩართული და იტალიელ ფეხბურთელს აღნიშნული გარიგების შესახებაც ჰკითხეს.

„2020 წელს, Wyscout-ის აქტიურად გამოყენება დავიწყე (პლატფორმა სკაუტების დასახმარებლად. Wyscout-ის წყალობით, სკაუტებს საშუალება აქვთ, ფეხბურთელთა თამაშის სიღრმისეულ ანალიტიკაზე ჰქონდეთ წვდომა). ხვიჩა იყო ფეხბურთელი, რომელსაც ევროპაში ყველაზე მეტი დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა - მესიზე და ნეიმარზე წინ იყო.

2021 წლის თებერვალში, მოსკოვში მის წარმომადგენლებს შევხვდი. ედოარდო დე ლაურენტისმა (აურელიოს შვილი) მთხოვა, ორი ფეხბურთელისთვის გამეწია რეკომენდაცია, რომლებსაც განსხვავების შექმნა შეეძლოთ. მას მოიზეს კაისედო და კვარაცხელია ვურჩიე. კლუბმა ქართველთან დადო შეთანხმება და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამოვიდა.“

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში“ „დინამო ბათუმიდან“ გადავიდა, მანამდე კი „რუბინში“ ასპარეზობდა. „კვარამ“ „პარტენოპეისთან“ ერთად, პირველივე სეზონში იტალიის ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლო ტრავმა თავიდან ავირიდეთ“ - მარსელინო მიქაუტაძეზე და მანჩესტერ სიტისთან მატჩზე
„შესაძლო ტრავმა თავიდან ავირიდეთ“ - მარსელინო მიქაუტაძეზე და მანჩესტერ სიტისთან მატჩზე