სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 10 ქულა - ტორონტომ პრესეზონი დაასრულა

„ტორონტომ“ NBA-ს პრესეზონი გამარჯვებით დაასრულა. „რეპტორსმა“ „ბრუკლინს“ 5-ქულიანი სხვაობით, 119:114 მოუგო და წარმატებაში საკუთარი წვლილი კანადური კლუბის ქართველმა ლეგიონერმა, სანდრო მამუკელაშვილმაც შეიტანა, რომელმაც 18 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

26 წლის ქართველმა კალათბურთელმა ორქულიანები ასპროცენტიანი (5-დან 5) სიზუსტით ისროლა და პერიმეტრიდან ჩაგდების მისი ერთადერთი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მამუკელაშვილმა ხუთიდან სამი მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

NBA-ს წლევანდელი სეზონის რეგულარულ გათამაშებას „ტორონტო რეპტორსი“ „ატლანტა ჰოუქსთან“ შეხვედრით დაიწყებს. მატჩი თბილისის დროით 23 ოქტომბერს, თბილისის დროით გამთენიისას, 03:30 წუთზე აიღებს სტარტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი - სანიკიძის ახალი თანამდებობა
ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი - სანიკიძის ახალი თანამდებობა