გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, ხავი გრასია
Aa
Aa

„არ ვიცით, რამდენად მძიმე ტრავმაა“ - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

„ნორვიჩთან“ მოგებული მატჩის შემდეგ „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ „ონავრების“ ქართველ ნახევარმცველ, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა, რომელსაც პირველ ტაიმში მოედანი 

რა თქვა ხავი გრასიამ:

„არ ვიცი, რამდენად მძიმეა ჩაკვეტაძის ტრავმა. მირჩევნია, წინასწარ არაფერი ვთქვა, სანამ სრული ინფორმაცია არ გვექნება. ჯერჯერობით არ ვარ დარწმუნებული, რომ მომდევნო მატჩში თამაშს შეძლებს“.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძე დიდი პაუზის შემდეგ დღეს „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, თუმცა 38-ე წუთზე შეცვლა ითხოვა და მატჩი ვეღარ გააგრძელა.

რაც შეეხება „უოტფორდს“, „ონავრებმა“ „ნორვიჩს“ საკუთარ მოედანზე 3:2 მოუგეს და ამ დროისთვის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის ეფექტური გოლით - ვილიარეალმა ხეტაფეს მოუგო
მიქაუტაძის ეფექტური გოლით - ვილიარეალმა ხეტაფეს მოუგო