მილუოკი ბაქსი, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

იანისისა და მილუოკის გზები გაიყარა? - ტრავმა გაცვლის შესახებ ჭორების ფონზე

„მილუოკი ბაქსის“ სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკოუნმპომ „დეტროიტ პისტონსთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და პარკეტი პირველ მეოთხედში დატოვა. მატჩის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ ბერძენმა კალათბურთელმა მარჯვენა ფეხის წვივის კუნთი გაიჭიმა.

მატჩის შემდეგ „ბაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, დოკ რივერსმა განაცხადა, რომ სამედიცინო შტაბმა აქილევსის მყესის ტრავმა გამორიცხა. მისივე თქმით, იანისს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება, რის შემდეგაც მისი ტრავმის შესახებ მეტი დეტალი იქნება ცნობილი.

საგულისხმოა, რომ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილმა საკალათბურთო ინსაიდერმა, შემს ჩარანიამ დაწერა, რომ იანისი და მისი აგენტი ალექს სარაცისი „ბაქსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ვინაიდან ბერძენი კალათბურთელი კლუბიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს.

როკ რივერსმა ამ საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანტეტოკოუნმპოს გაცვლა არასოდეს მოუთხოვია.

„იანისს გაცვლა არ მოუთხოვია. არასოდეს - უფრო გასაგებად და მკაფიოდ ამას ვერ ჩამოვაყალიბებ. მას ყოველდღე ვესაუბრები. იანისს უყვარს მილუოკი და „ბაქსი“.

შეგახსენებთ, რომ იანის ანტეტოკოუნმპო „ბაქსს“ 2013 წელს შეუერთდა. „მილუოკისთან“ ერთად იანისმა 2021 წელს ჩემპიონობა იზეიმა და ფინალების MVP-ც გახდა, ხოლო 2019 და 2020 წლებში NBA-ის MVP-დ დასახელდა. მიმდინარე სეზონში ბერძენი კალათბურთელი საშუალოდ 30.6 ქულას, 10.7 მოხსნას და 6.4 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 8 ქულა, ასისტები და მოხსნები - მეჯიქმა სპურსთან წააგო
ბითაძის 8 ქულა, ასისტები და მოხსნები - მეჯიქმა სპურსთან წააგო