სანდრო მამუკელაშვილი, იმანუელ ქუიკლი
Aa
Aa

ჩატენვა ჯარიმით | მამუკელაშვილის ტორონტოს ზედიზედ მერვე საშინაო გამარჯვება

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. კანადელებმა საშინაო არენაზე ზედიზედ მერვე თამაში მოიგეს და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს — 121:118.

მამუკელაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 18 წუთი და 42 წამი გაატარა. სანდრომ 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. „მამუმ“ 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო (ერთ-ერთი ეფექტური ჩატენვა იყო ჯარიმით, მაგრამ საჯარიმო ვერ გამოიყენა), ხოლო თითო სამიანი და საჯარიმო გააცუდა.

„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო სკოტი ბარნსი იყო — 28 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი. იმანუელ ქუიკლიმ 23 ქულა და 8 პასი გაიფორმა, ბრენდონ ინგრემმა კი მატჩი 21 ქულით დაასრულა. „პორტლენდის“ მხრიდან გამორჩეული იყო დენი ავდია — 25 ქულა, 14 პასი, 8 მოხსნა. შეიდონ შარპმა 23 ქულა ჩააგდო, ტუმანი კამარამ — 21.

ცნობისთვის, „ტორონტოს“ 15 მოგება და 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდის შემდეგი მეტოქე „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ იქნება, რომელსაც 5 დეკემბერს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხარატიშვილის წარმატებული დებიუტი | სენსაციური გამარჯვება პრაღის სპარტასთან
ხარატიშვილის წარმატებული დებიუტი | სენსაციური გამარჯვება პრაღის სპარტასთან