„რთული ნაწილი დასრულდა“ | მერაბის კომენტარი წონის ჩაბარების შემდეგ
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, წონა წარმატებით ჩააბარა. საჩემპიონო წონის დაფიქსირების შემდეგ „მანქანა“ UFC Weigh-in Show-ს ესტუმრა და მომდევნო მეტოქეზე, პიოტრ იანზე ისაუბრა.
„წონის კლება მარტივი არასდროსაა — ყველასთვის რთულია. მადლობა უფალს, ყველაფერი დასრულდა და ახლა შემიძლია, დავლიო და ცოტა ვჭამო. რთული ნაწილი დასრულდა და ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი.
რაში მოვუმატე ამ ჩხუბამდე? ვფიქრობ, ყველა კომპონენტში უკეთესი გავხდი. უფრო თავდაჯერებული და გამოცდილი მებრძოლი ვარ. ამ ჩხუბში უფრო მეტ უნარსა და სტრაიკინგს გამოვავლენ. ჭიდაობა, კარგი კარდიო და მეტოქეზე წნეხის განხორციელების უნარი კი ყოველთვის მქონდა.
პრესკონფერენციაზე იანი დავპატიჟე, რომ ჯაკუზიში ჩემთან ერთად ჩასულიყო, მაგრამ რაღაც სისულელე მოიგონა. არ მესმის, ასე რატომ მოიქცა. კიდევ მითხრა, რომ ლას ვეგასში ჩხუბი ჩემთვის მარტივია, რადგან ჩემი სახლი აქ არის. კი, ლას ვეგასში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი სახლი საქართველოა. მასაც შეუძლია ლას ვეგასში იცხოვროს, მაგრამ ურჩევნია ტაილანდში იყოს Ladyboy-ებთან ერთად (ტრანსგენდერები — ადამიანები, რომლებიც კაცად დაიბადნენ და თავს ქალად წარმოაჩენენ).
მეგობრულად დავპატიჟე, მაგრამ სიგიჟეები მითხრა. მეგონა, ცოლი და მეუღლე ჰყავდა და პრობლემა არ იქნებოდა. თუ გოგონები უნდა, ლას ვეგასში ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ტაილანდში ჩასვლა და Ladyboy-ებთან ყოფნა ნამდვილად არ მაქვს გეგმაში.“
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და იანის დაპირისპირება UFC 323-ის მთავარი მოვლენაა. ბრძოლას 7 დეკემბერს, თბილისის დროით, დაახლოებით 08:30-დან ვიხილავთ.