დინამო ბათუმი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, სამგურალი, სპაერი, გორის დილა, ქუთაისის ტორპედო, მეშახტე
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა - სპაერი პირველზეა, ტორპედო ბოლოზე

Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-4 ტურის შეხვედრები დასრულდა. დღის პირველ სათამაშო მატჩში „მეშახტე“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე, ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა.

დღის ბოლო მატჩში, „სპაერი“ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-7 წუთზე, ნიკა ჩაგუნავამ გახსნა. 51-ე წუთზე, წყალტუბოელთა ფეხბურთელმა, აბდულ ქაბიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია და შედეგად, „სამგურალი“ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 66-ე წუთზე, თორნიკე ასკურავამ სხვაობა ორამდე გაზარდა. ზუსტად 1 წუთში ლაშ კოხრეიძემ სტუმართა კარში მესამე გოლი გაიტანა. 71-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა „სამგურალის“ სასარგებლოდ ერთი ბურთი გაქვითა. საბოლოო ანგარიში კი 83-ე წუთზე გიგა სამხარაძემ დააფიქსირა, რომელმაც წყალტუბოელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

4 ტურის შემდეგ, Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 9 ქულით სპაერი ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე პოზიციაზე 5 ქულით „დინამო თბილისია“ რომელსაც 3 მატჩი აქვს ჩატარებული, ასევე სამი მატჩითა და 5 ქულით მესამე ადგილზე „მეშახტე“ იმყოფება. 5 ქულა აქვს „სამგურალსაც“.

Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-5 ტურის შეხვედრები 21-22 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უგოლო დერბი - იბერიამ და დინამომ ქულები გაიყვეს
უგოლო დერბი - იბერიამ და დინამომ ქულები გაიყვეს