უგოლო დერბი - იბერიამ და დინამომ ქულები გაიყვეს
Aa
Aa

უგოლო დერბი - იბერიამ და დინამომ ქულები გაიყვეს

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „იბერიამ“ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე თანაქალაქელ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. დაძაბულ შეხვედრაში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა ამ ყველაფერს შედეგი არ მოჰყოლია და ტაბლოზე 0:0 დაფიქსირდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და თუ თავდაპირველად ინიციატივა მოქმედი ჩემპიონის ხელში იყო, შესვენების შემდეგ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდიც გააქტიურდა. შექმნილი საგოლე ეპიზოდების მიუხედავად, გოლის გატანა ვერ მოხერხდა, რადგან რიგ შემთხვევებში ფეხბურთელებს სიზუსტე აკლდებოდათ, ხან კი მეკარეები, გიორგი მაკარიძე და გიორგი ლორია იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.

ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-4 ტური ხვალ სამი შეხვედრით დასრულდება და გულშემატკივარი „მეშახტე“ – „დინამო ბათუმის“ (15:00), „სპაერი“ – „სამგურალისა“ (20:00) და „დილა“ – „ტორპედოს“ (21:00) მატჩებს იხილავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანზორ კიღურაძე: “ძალიან რთული ჩემპიონატი გველოდება“
ანზორ კიღურაძე: “ძალიან რთული ჩემპიონატი გველოდება“