მანუელ ნოიერი
Aa
Aa

ბაიერნს ოთხი მეკარე აკლია | ატალანტასთან 16 წლის გოლკიპერი ითამაშებს?

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბაიერნის“ მეტოქე „ატალანტა“ გახლავთ. „რეკორდმაისტერმა“ პირველი შეხვედრა სტუმრად გამართა და „ლა დეა“ 6:1 გაანადგურა, განმეორებითი მატჩი კი 18 მარტს არის ჩანიშნული.

გერმანული პრესის ინფორმაციით, „ბაიერნი“ მეორე თამაშს სერიოზული დანაკლისით ხვდება. მიუნხენელებს მეკარის პოზიციაზე პრობლემები აქვთ და მანუელ ნოიერი ისევ ვერ ითამაშებს. ნოიერის გარდა ტრავმირებულია მეორე გოლკიპერი, სვენ ულრაიხიც, რომელსაც კუნთი აქვს გაწყვეტილი.

„ატალანტასთან“ გამართულ პირველ შეხვედრაში „ბაიერნის“ კარი იონას ურბიგმა დაიცვა. BILD-ის მიხედვით, ახალგაზრდა მეკარის თამაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მას ტვინის შერყევა აქვს. გერმანელები გარისკვას არ აპირებენ და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ურბიგი იტალიაში არ გაემგზავრება.

ნოიერის, ურბიგისა და ულრაიხის გარდა, განიხილებოდა „ბაიერნის“ 19-წლამდე გუნდის მეკარე, ლეონ კლანაცი. სამწუხაროდ, კლანაცს ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აწუხებს და „რეკორდმაისტერს“ ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა მოუწევს. სავარაუდოდ, ვენსან კომპანი ლეონარდ პრესკოტს ათამაშებს, რომელიც 19-წლამდე გუნდის სათადარიგო გოლკიპერია.

პრესკოტი ნიუ იორკშია დაბადებული, მაგრამ გერმანიის 16 და 17-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ის 16 წლისაა და მიმდინარე სეზონში 19-წლამდე გუნდში 16 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 30 გოლი გაუშვა. პრესკოტი ძირითადი გუნდის განაცხადში ორჯერ მოხვდა: „ლევერკუზენთან“ ბუნდესლიგაში და „ატალანტასთან“ (პირველ შეხვედრაში).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელი | ხვიჩა Givemesport-ის რეიტინგში მოხვდა
მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელი | ხვიჩა Givemesport-ის რეიტინგში მოხვდა