ყველაზე რთული წელი იყო, ქომაგებთან ვალში ვართ | ხეჩიკაშვილის კომენტარი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი „იბერიას'' ჩემპიონობით დასრულდა. ბოლო ტურში „იბერიამ'' „მიხეილ მესხზე'' „გაგრას'' 2:1 მოუგო. 24-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ ანგარიში გახსნა, მე-60 წუთზე დავით მუჯირმა საოცარი გოლით გაათანაბრა, 61-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილმა გამარჯვების გოლი შეაგდო. 32-ე წუთზე მსაჯმა „იბერიას'' ფორვარდი ამირან ძაგანია გააძევა, 75-ე წუთზე წითელი ბარათი „გაგრას'' ფეხბურთელმა ილია სკრიპნიკმა მიიღო. გუნდებმა მატჩი 10-10 ფეხბურთელით დაასრულეს.
„იბერიას'' კონკურენტმა გორის „დილამ'' თბილისის „დინამოსთან'' 2:2 ითამაშა, 78 ქულა დააგროვა და ლიდერ „იბერიას'' 2 ქულით ჩამორჩა.
„იბერიამ'' ქვეყნის ელიტარული ჩემპიონატი მესამედ მოიგო (2018, 2024, 2025).
გამარჯვების შემდეგ თბილისური კლუბის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი მედიას ესაუბრა.
2026-27 წლების ევროსეზონში „იბერია'' ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.