იბერია 1999, გიორგი ჯინჯოლავა
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ, ისტორიაში მესამედ - იბერია 1999 საქართველოს ჩემპიონია

მიმდინარე სეზონის Crystalbet ეროვნული ლიგის ბოლო ტურში იბერია 1999-მა გაგრას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ, თბილისური კლუბი Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, ისტორიაში კი მესამედ.

ანგარიში24-ე წუთზე ჯინჯოლავამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის 32-ე წუთზე მსაჯმა ძაგანია გააძევა მინდვრიდან და მასპინძლები 10 ფეხბურთელით დარჩნენ.

მეორე ნახევარში მუჯირმა ულამაზესი გოლით წონასწორობა აღადგინა და სიტუაცია დაიძაბა, თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ, პირველივე შეტევაში იბერია 1999-მა გაიტანა. თავი მამაგეიშვილმა გამოიჩინა. 

შეგახსენებთ, რომ იბერია 1999-მა Crystalbet ეროვნული ლიგა პირველად 2018 წელს მოიგო, მაშინ, როდესაც გუნდს ჯერ კიდევ საბურთალო ერქვა, ხოლო მეორედ გასულ სეზონში.

2025 წლის სეზონი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რადგან ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდა. იბერიას კონკურენტი გორის დილა იყო.

ცნობისთვის, დადასტურებულად გვარდა კოლხეთი 1913 და Crystalbet ეროვნული ლიგა 2-დან რუსთავი ამოვიდა. პლეი-აუტში კი სპაერი გარეჯს დაუპირისპირდება, მეშახტე თელავს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები