ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„სწორედ ამიტომ არის საუკეთესო“ | ავსტრიაში კიტეიშვილს აქებენ

ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ, ანდრეას ჰერცოგმა ოთარ კიტეიშვილი შეაქო. ჰერცოგი Sky Sport Austria-სთვის, საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს და „აუსტრიასა“ და „შტურმის“ მატჩის შემდეგ „კიტეზე“ ისაუბრა.

„კიტეიშვილმა ჯერ ანგარიში 2:1 გახადა, შემდეგ კი 3:1 დააფიქსირა. ყველა გადამწყვეტ მომენტში, ოთარი საკუთარ ტვინსა და ფეხებს იყენებს. სწორედ ამიტომ არის ის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი.“

კიტეიშვილის „შტურმმა“ „აუსტრია“ 5:2 დაამარცხა და მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურში მოხვდა. Kicker-მა მას და ნენად ცვეტკოვიჩი საუკეთესო შეფასებები დაუწერა, ხოლო Sky Sport Austria-მ ყველაზე მაღალი ქულით შეაფასა.

ცნობისთვის, ბუნდესლიგაში საჩემპიონო ჯგუფი დაიწყო და „შტურმს“ 22 ქულა აქვს. გრაცელები მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ „ლასკსა“ და „რაპიდს“ 3 ქულით უსწრებს. „შტურმი“ მომდევნო შეხვედრას 20 მარტს „ზალცბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.

გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში კიტეიშვილს 20 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი. ის არამარტო „შტურმის“, არამედ მთლიანად ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა | ახალი ინფორმაცია მამარდაშვილზე
ლივერპულს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა | ახალი ინფორმაცია მამარდაშვილზე