გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

L’Equipe-მაც შეაქო | წიტაიშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში გიორგი წიტაიშვილის, გიორგი ქვილითაიასა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ „ტულუზას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელების გუნდი ქულის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წამებზე გაუშვა და 3:4 დამარცხდა.

წიტაიშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. „წიტამ“ საგოლე გადაცემა მიითვალა და კარგი შეხვედრა ჰქონდა, რაც დაუფასდა კიდეც. Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მისი თამაში 8.1 ქულით შეაფასა.

წიტაიშვილი L’Equipe-მაც შეაქო: „რამდენიმე იმედგამაცრუებელი თამაშის შემდეგ, წიტაიშვილი „ლანსთან“ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი გამოწვევას საუკეთესოდ გაუმკლავდა, სათანადო რეაქცია ჰქონდა და ძალიან კარგი გამოსვლა აჩვენა. ის ენერგიითა და ტექნიკური უნარებით სავსე იყო და საგოლე გადაცემა მიითვალა.“

ცნობისთვის, 26 ტურის შემდეგ „მეცს“ 13 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. ქართველი ფეხბურთელების გუნდი მე-16 ადგილზე მყოფ „ოსერს“ 6 ქულით ჩამორჩება და გავარდნასთან ძალიან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელი | ხვიჩა Givemesport-ის რეიტინგში მოხვდა
მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელი | ხვიჩა Givemesport-ის რეიტინგში მოხვდა