ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„რთული თამაში იყო, მოსამატებელი გვაქვს“ | კიტეიშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი

ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფი გამარჯვებით დაიწყო. გრაცელები სტუმრად ვენის „აუსტრიას“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 5:2 დაამარცხეს. „კიტემ“ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, დუბლი შეასრულა და მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა.

„რთული თამაში იყო, რომელიც პენალტისა და წითელი ბარათის შემდეგ მარტივად გადაიქცა. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა, რადგან თამაში ვერ გავაკონტროლეთ — განსაკუთრებით დაცვაში, სადაც სტაბილურობა გვაკლდა. მეტოქეს ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა და საბედნიეროდ, პირველი ნახევარი 2:1 მოვიგეთ.

მეორე ტაიმში უფრო აქტიურები ვიყავით. პენალტის შანსი მივიღეთ, მესამე გოლი გავიტანეთ და მეტოქის წითელი ბარათის შემდეგ თამაში გამარტივდა. ბევრი სივრცე და მომენტი გვქონდა და საბოლოოდ 5 ბურთი გავიტანეთ.

საერთო ჯამში, კარგია, რომ გავიმარჯვეთ და სამი ქულით დავიწყეთ. თუმცა მოსამატებელი გვაქვს — განსაკუთრებით დაცვაში, სადაც მეტი სტაბილურობა გვჭირდება.“

ცნობისთვის, „შტურმს“ საჩემპიონო ჯგუფში 22 ქულა აქვს და მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ „ლასკსა“ და „რაპიდს“ 3 ქულით უსწრებს. გრაცელები მომდევნო შეხვედრას 20 მარტს „ზალცბურგის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეიძლება, სწორედ ის დღეა, როცა ეს უნდა გვეგრძნო“ - ბექა გორგაძე
„შეიძლება, სწორედ ის დღეა, როცა ეს უნდა გვეგრძნო“ - ბექა გორგაძე