არგენტინამ ორივე წინადადება უარყო | ფინალისიმა აღარ გაიმართება
Aa
Aa

არგენტინამ ორივე წინადადება უარყო | ფინალისიმა აღარ გაიმართება

ევრო 2024-ის გამარჯვებულ ესპანეთსა და 2024 წლის კოპა ამერიკის ჩემპიონ არგენტინას შორის დაგეგმილი ფინალისიმა, რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, გაუქმდა. მატჩი 27 მარტს კატარში უნდა გამართულიყო.

ბენ იაკობსის ინფორმაციით, უეფამ განიხილა მატჩის სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარების შესაძლებლობა, სტადიონზე გულშემატკივართა 50/50-ზე გადანაწილებით, თუმცა არგენტინამ ამაზე უარი განაცხადა. მეორე ვარიანტი ფინალისიმას ორ შეხვედრად ჩატარებას გულისხმობდა, პირველი 27 მარტს სანტიაგო ბერნაბეუზე, ხოლო მეორე ბუენოს-აირესში, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის დაწყებამდე ერთ-ერთ სანაკრებო ფანჯარაში. ეს შეთავაზებაც უარყოფილ იქნა.

ფინალისიმა, რაც იტალიურად „დიდ ფინალს“ ნიშნავს, ოფიციალურად უეფა-კონმებოლის ჩემპიონთა თასის სახელითაა ცნობილი. ეს არის ერთი მატჩისგან შემდგარი ტურნირი, სადაც ერთმანეთს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონები უპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის საგოლე პასი | უოტფორდი სტოკ სიტისთან დამარცხდა
ჩაკვეტაძის საგოლე პასი | უოტფორდი სტოკ სიტისთან დამარცხდა