ნემანია მატიჩი
Aa
Aa

ხელფასი 75 ევრო მქონდა და მეტყევედ ვმუშაობდი | მატიჩი კარიერის საწყის ეტაპზე

ლონდონის ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა, 37 წლის ნემანია მატიჩმა რომელიც ამჟამად სასუოლოს ღირსებას იცავს, იტალიურ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში კარიერის დასაწყისი გაიხსენა, როცა სერბეთში არავის სჭირდებოდა და კარიერა სლოვაკურ კოშიცეს დაუკავშირა.

- რატომ დაიწყო თქვენი კარიერა სლოვაკეთში, კოშიცეში?

- იმიტომ, რომ სერბეთში არავის ვჭირდებოდი. მესამე დივიზიონში ვთამაშობდი და ჩემი ხელფასი თვეში 75 ევრო იყო. ფეხბურთით თავის გატანა არ შემეძლო და მამაჩემთან ერთად მეტყევედ ვმუშაობდი. ორი ოცნება მქონდა: პროფესიონალის რანგში დებიუტი და ცრვენა ზვეზდაში თამაში. მაგრამ მეგონა, რომ ეს მხოლოდ ოცნებად დარჩებოდა. ამის ნაცვლად, კოშიცეში სინჯებზე წავედი და იან კოზაკმა თავის გუნდში მიმიწვია: ყველაფერი სწორედ ასე დაიწყო. 2008-09 წლების სეზონში სლოვაკეთის თასი მოვიგეთ, მე ჩელსიში გადავედი, კოშიცემ ევროპა ლიგაზე ითამაშა და რომასაც დაუპირისპირდა: 3-3 შინ, 1-7 ოლიმპიკოზე. მოედანზე ჩემი ძმა უროშიც იყო.

- რა გაძლევთ მოტივაციას, რომ 37 წლის ასაკში კვლავ ითამაშოთ?

- ამ სპორტის მიმართ ვნება და სიყვარული. დიდ სიამოვნებას ვიღებ და ჩემს არჩევანს ყოველთვის იმის მიხედვით ვაკეთებდი, რომ კომფორტულად ვყოფილიყავი და ფეხბურთზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული. როცა თვეში 75 ევროს გამომუშავებით იწყებ და შემდეგ დიდ კლუბებში ხვდები, აცნობიერებ რომ იღბლიანი ხარ და სწორად აზროვნებ. ახალგაზრდობასთან შედარებით, ახლა ვარჯიშის და თამაშის უფრო დიდი სურვილი მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ ვიცი, ამისთვის დიდი დრო აღარ დამრჩა.

2007-09 წლებში მატიჩი კოშიცეში თამაშობდა. 2009 წლის აგვისტოში 1,5 მილიონ ევროდ ჩელსიმ შეიძინა. თავდაპირველად მისი ლონდონური კარიერა წარმატებული არ ყოფილა, თუმცა 2014 წელს ჩელსიმ მეორედ შეიძინა, ამჯერად ბენფიკადან, 25 მილიონ ევროდ. სერბმა საყრდენმა „არისტოკრატებთან'' ერთად პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო, 2014-15 და 2016-17 წლებში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკეს შეცდომა თუ გენიალური სვლა? 4-6-0 და რეალის ილუზია | ც9
ენრიკეს შეცდომა თუ გენიალური სვლა? 4-6-0 და რეალის ილუზია | ც9