პეპ გუარდიოლა, ჯეიმი კარაგერი
Aa
Aa

„9 თუ 10 წელია გუნდშია და ლიგა მხოლოდ ერთხელ მოიგო“ - კარაგერი პეპზე

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, ეჭვქვეშ დააყენა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას მუშაობის ეფექტურობა ჩემპიონთა ლიგაზე.

„ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შესაძლოა, ეს სეზონი პეპისთვის ბოლო იყოს „მანჩესტერ სიტიში“. სავარაუდოდ, რთული იქნება „რეალთან“ დაპირისპირების შემობრუნება. რამდენი წელია ის გუნდშია? 9 თუ 10? ამ დროის განმავლობაში – მხოლოდ ერთი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე. ვფიქრობ, ის თავადაც იმედგაცრუებულია ამით.

„მანჩესტერ სიტის“ ჰქონდა მძიმე წაგებები ლიგაზე – გუნდებთან, რომლებთანაც არ უნდა წაეგოთ. თუნდაც „ლიონთან“, ან ფინალში „ჩელსისთან“ – კარგ გუნდთან, მაგრამ არა იმდენად კარგთან, რამდენადაც „სიტია“. ახლა კი არა ყველაზე ძლიერ „რეალთან“ დამარცხდნენ“.

– განაცხადა კარაგერმა CBS Sports-ის ეთერში.

„მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ საპასუხო მატჩი 17 მარტს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები