Sky Sport Austria-მ საუკეთესოდ დაასახელა | კიტეიშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში
ავსტრიის ჩემპიონატში, ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმმა“ საჩემპიონო ჯგუფი გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ფეხბურთელების გუნდი სტუმრად ვენის „აუსტრიას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 5:2 გაანადგურა.
„კიტემ“ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და დუბლი შეასრულა. მისი კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და Sky Sport Austria-მ ის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მისი გამოსვლა ყველაზე მაღალი ქულით შეაფასა.

ავტორიტეტული გამოცემის გარდა, კიტეიშვილი Kicker-მაც გამოარჩია. ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს და ნენად ცვეტკოვიჩთან ერთად საუკეთესო შეფასება დაუწერეს. კიტეიშვილს Sofascore-ის ტოპ 11-შიც ვხედავთ, რომელმაც მისი თამაში 9.7 ქულით შეაფასა.
ცნობისთვის, ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, ოთარ კიტეიშვილი არამარტო „შტურმის“ არამედ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ქართველმა ნახევარმცველმა 20 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.