მარცხი ფეიენოორდთან - იეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა
ნიდერლანდების ჩემპიონატის 27-ე ტურში, ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორი“ სტუმრად „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დამარცხდა.
ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. იეგოიანს გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, თუმცა რეალური საგოლე ეპიზოდი არ ჰქონია.
22 წლის ფეხბურთელის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 45 შეხება, 25-დან 20 ზუსტი პასი (80%), 1 საკვანძო პასი, 3-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 2 არაზუსტი დარტყმა, 1 ართმევა, ბურთის 3-ჯერ დაბრუნება. Sofascore-ს შეფასება - 6.2 ქულა.

27 ტურის შემდეგ, „ექსელსიორი“ ნიდერლანდების ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 2 ქულით ჩამორჩება.
ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში ირაკლი იეგოიანმა „ექსელსიორის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ექსელსიორი“ მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, სტუმრად, „ჰერაკლესის“ წინააღმდეგ გამართავს.