რეალი მაიკლ ოლისეს დამატებას გეგმავს | Bild
მადრიდის „რეალი“ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და კლუბის ინტერესის სფეროში მიუნხენის „ბაიერნის“ ვინგერი, მაიკლ ოლისე მოხვდა.
Bild-ის ინფორმაციით, „ბლანკოსის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ფრანგ ფეხბურთელს მაღალ შეფასებას აძლევს და მზადაა მის სანაცვლოდ, გერმანულ კლუბს 160 მილიონი ევრო შესთავაზოს.
თუმცა, თავად „ბაიერნი“ უახლოეს ზაფხულს ოლისეს გაყიდვას არ აპირებს. ფრანგი შემტევი მიუნხენურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. ამ დროის განმავლობაში ვინგერმა 93 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 35 გოლი გაიტანა და 50 საგოლე გადაცემა შეასრულა.