მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

პირველი გავიდა | მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო წონა ჩააბარა

მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს და UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს. დვალიშვილისა და იანის ორთაბრძოლა UFC 323-ის მთავარი მოვლენაა და დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა.

მერაბი ასაწონად პირველი გავიდა და საჩემპიონო წონა დააფიქსირა. დვალიშვილმა 2025 წელს წონა მეოთხედ ჩააბარა და „მანქანა“ 61.2 კილოგრამს იწონის. ქართველი მებრძოლის მეტოქემ, პიოტრ იანმა წონა ასევე ჩააბარა.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის ორთაბრძოლას თბილისის დროით, 7 დეკემბერს ვიხილავთ. „მანქანისა“ და რუსი მებრძოლის დაპირისპირება დაახლოებით, დილის 08:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ დონის ფეხბურთელია, მისით კმაყოფილი ვარ“ | ენრიკეს კვარაზე ჰკითხეს
„ტოპ დონის ფეხბურთელია, მისით კმაყოფილი ვარ“ | ენრიკეს კვარაზე ჰკითხეს