ილია სულამანიძე
Aa
Aa

ულამაზესი იპონი! ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ-სლემის გამარჯვებულია

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ-სლემზე -100 კგ კატეგორიაში ილია სულამანიძემ ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ილიამ ფინალში იაპონელი არაი დოტა ულამაზესი იპონით დაამარცხა. სულამანიძემ 2 წუთისა და 36 წამით ადრე დიდებული გდება შეასრულა და ტოკიოში თავისი ტრიუმფალური სვლა ლოგიკური ფინალით დაასრულა.

სულამანიძე ამ გამარჯვების შემდეგ, ისტორიაში მესამე ქართველი ჯუდოკა გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ტოკიოს გრან სლემი მოიგო (ჭრიკიშვილისა და ღვინიაშვილის შემდეგ).

ილიამ მეოთხედფინალში რუს ნიაზ ბილალოვს აჯობა, შემდეგ კი ნახევარფინალში ასევე რუს მატვეი კანიკოვსკის (მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი) ასევე ულამაზესი იპონით სძლია.

ტოკიოს გრანდ-სლემზე დღეს 2 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. გიორგი ჯაბნიაშვილის (-90 კგ) შემდეგ, ეთერ ლიპარტელიანმა -57 კგ-ში თავისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეს ფრანგ სარა ლეონი სისიკის ზედიზედ 9 წაგების შემდეგ სძლია და ნავსი გატეხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები