ვილიარეალი, ხეტაფე, გიორგი მიქაუტაძე, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

“ეს გოლი ჩვენზე მეტად სჭირდებოდა“ - მარსელინო მიქაუტაძეზე

ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა ხეტაფეს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. საბედნიეროდ, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც თავი ეფექტური გოლით დაგვამახსოვრა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.

მარსელინო:

„ყველა თავდამსხმელს სჭირდება გოლი და გამონაკლისი არც მიქაუტაძეა. ვცდილობდი, რომ მას სიმშვიდე შეენარჩუნებინა. გოლის გატანით შეპყრობილი არავინ უნდა იყოს, პრიორიტეტი გუნდური თამაშია.

ყველამ იცის, რომ გიორგი ზუსტი მოთამაშეა, რომელიც ოსტატურ გოლებს კიდევ გაიტანს. მას შესანიშნავი დარტყმა აქვს. ეს გოლი ჩვენზე მეტად სჭირდებოდა. მიხარია, რომ გარკვეული დროის შემდეგ გოლი ისევ გაიტანა.“

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ლა ლიგაში მესამე გოლი გაიტანა, ყველა ტურნირზე ერთად კი 5 გოლი დაუგროვდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ, ისტორიაში მესამედ - იბერია 1999 საქართველოს ჩემპიონია
ზედიზედ მეორედ, ისტორიაში მესამედ - იბერია 1999 საქართველოს ჩემპიონია