ბითაძის 8 ქულა, ასისტები და მოხსნები - მეჯიქმა სპურსთან წააგო
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „სან ანტონიო სპურსს“ უმასპინძლა და 112:114 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19:24 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.
ბითაძის გამორჩეული მომენტები
„სან-ანტონიოს“ 31 ქულით, 5 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით დეაარონ ფოქსმა ულიდერა, დევინ ვასელმა 16 ქულა, დილან ჰარპერმა კი 15 ქულა დააგროვა. რაც შეეხება „ორლანდოს“, ყველაზე შედეგიანი ფრანც ვაგნერი (25 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა) იყო, ჯეილენ საგსმა 24 ქულას მოუყარა თავი, დესმონდ ბეინმა კი 14-ს.
13 მოგებითა და 9 წაგებით „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში ბითაძის გუნდი 6 დეკემბერს „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლებს.