MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტები | იოკიჩი კვლავ რეიტინგის სათავეშია
ნაციონალურმა საკალათბურთ ასოციაციამ MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა.
პირველ სამეულში არაფერი შეცვლილა - რეიტინგის სათავეში კვლავ „დენვერის“ სერბი ლიდერი ნიკოლა იოკიჩია, მეორეზე - მოქმედი ჩემპიონის, „ოკლაჰომას“ მცველი შეი გილჯეს-ალექსანდერი, ხოლო მესამეზე „ლეიკერსის“ გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი.
მეოთხე ადგილზე „დეტროიტის“ ლიდერმა, კეიდ კანინგემმა გადაინაცვლა, რომელიც წინა რეიტინგში მეხუთე იყო. მან „მილუოკი ბაქსის“ ბერძენ კალათბურთელს, იანის ანტეტოკოუნმპოს გადაუსწრო.
მეექვსე ადგილზე „ფილადელფიას“ მცველი ტაირიზ მაქსია (+2), მეშვიდეზე დონოვან მიტჩელი დარჩა, მერვეზე ვიქტორ ვემბანიამა (-2), მეცხრე და მეათე ადგილებზე, წინა რეიტინგის მსგავსად ალპერენ შენგუნი („ჰიუსტონი“) და ჯეილენ ბრაუნი („ბოსტონი“) არიან.
ცნობისთვის, იოკიჩი მოქმედ კალათბურთელებს შორის ერთადერთია, რომელიც საშუალოდ სამმაგ დუბლს აგროვებს. ნოემბერში მას საშუალოდ 32 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, დეკემბერში კი „ჯოკერი“ საშუალოდ 29 ქულასა და 20 მოხსნას აგროვებს.