Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი ლევერკუზენის ბაიერს ესტუმრა და 7:2 გაანადგურა.
შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წილი შეიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
შევალიე(6.5), ჰაკიმი(6.2), ზაბარნი(5.4), პაჩო(7.4), მენდეში(8.4), ვიტინია(9.1), მაიულუ(7.0), დუე(8.5), ბარკოლა(8.0), კვარაცხელია(8.0).
შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. კვარამ ასისტი იმ დროს მიითვალა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. შემდეგ ტურში, პარი სენ ჟერმენი ბაიერნს დაუპირისპირდება.