ვილიარეალის ცუდი მატჩი - მანჩესტერ სიტიმ ლა სერამიკაზე მოიგო
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში ვილიარეალმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა კარგი მატჩი არ ჰქონდა, ისევე, როგორც მთელს გუნდს.
მთელი მატჩის განმავლობაში ქალაქელები დომინირებდნენ და ყვითელ წყალქვეშა ნავს არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ.
ანგარიში საკმაოდ მალე მე-17 წუთზე გაიხსნა. თავი ერლინგ ჰოლანდმა გამოიჩნა. მე-40 წუთზე სავინიოს პასი ბერნარდუ სილვამ გამოიყენა და სხვაობა 2-ბურთიანი გახდა.
მეორე ნახევარში ბევრი აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ 2:0 და სიტიმ დამსახურებულად მოიგო.
შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ, ვილიარეალს სატურნირო ცხრილში 1 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის 30-ე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში მარსელინოს გუნდი პაფოსს ესტუმრება.